ბიზნესი
26/06/2020

BAG-ის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დისტანციური შეხვედრა გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დისტანციური შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდს მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი წარმოადგენდა, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები და პანდემიის ზეგავლენა ბიზნეს ოპერატორებზე. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიას გააცნო ასოციაციის წევრი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და ასოციაციის გუნდის ხედვა ბიზნესის სტიმულირებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებლებს, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და მის ეკონომიკურ ნაწილს, კერძოდ, დაკორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული სექტორული მხარდაჭერის სქემებს: სესხების თანადაფინანსებასა და საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს. ასოციაციის მხრიდან ხაზი გაესვა იმ ვითარებას, რომ არსებული სქემები ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მსგავსი მექანიზმები იმ მსხვილ კომპანიებსაც შესთავაზოს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიით.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად მასპინძლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და მას კერძო სექტორის თვალსაზრისს აცნობს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ასოციაცია მიესალმება ფონდის დაინტერესებას და სურვილს სხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, მოისმინოს ბიზნესის აზრი და შეფასება ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ .

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023