ბიზნესი
09/09/2020

BAG-ის წევრთა რიგებს კახური ტრადიციული მეღვინეობა შეუერთდა

კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW), საქართველოს უმსხვილესი მეღვინეობის კომპანია, რომელიც Forbes Georgia  2020 წლის 50 მსხვილ ქართულ ბიზნეს ოპერატორების სიაში მოხვდა, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.  

KTW ძირითადი ღირებულება ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმაა. შესაბამისად, კომპანია ყოველწლიურად ზრდის ვენახების ფართობებს და არსებული გეგმის მიხედვით 2025 წლისათვის 10,000 ჰექტარს მიაღწევს, თანაც ისე, რომ KTW-ს პროდუქციის ხარისხის კონტოლს „ვენახიდან-თარომდე“ გაუწევს.  

აღსანიშნავია, რომ KTW ჯგუფი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა, მეღვინეობა და მევენახეობა 4 ღვინისა და სპირტის გადამამუშავებელი საწარმოთი, 1100 ჰექტრამდე გაშენებული ვენახები და 3 ღვინის მარანი, ასევე, ხილის გადამუშავება (Nena / ნენა - ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო) და სტუმართ-მასპინძლობის საწარმოები (Akhasheni Wine Resort & Spa - 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კახეთში; Orbeliani Residence & Garden - სასტუმრო და რესტორანი ახლად გახსნილ ორბელიანის მოედანზე; Chateau Askana - უახლესი პროექტი გურიაში, რომელიც მოიცავს მივიწყებული დასავლური ენდემური ჯიშების აღდგენას და მათ წარმოებას; Chamber of Georgian Wine - ქართული რესტორანი მცხეთაში; Guramishvilis Marani - უმაღლესი დონის ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი; Velistsikhe Veranda - ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარანი, რომლის საფერავიც ბორდოს ღვინის მუზეუმში La Cite Du Vin-ში არის წარმოდგენილი). 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მეღვინეობისა და მევანახეობის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია შემოუერთდა „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) სახით. ასოციაცია პანდემიის პირობებშიც განაგრძობს წევრების მიღებას,  მათ ინტერესებზე ზრუნვას და მხარდაჭერას, რადგან ბიზნეს სექტორი დღეს განსაკუთრებით საჭიროებს ამას. ვიმედოვნებთ, რომ KTW-ს და BAG-ის თანამშრომლობა ნაყოფიერი და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული იქნება“ - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ. 

 


  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023