ბიზნესი
01/07/2020

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მოდელი და მასთან დაკავშირებული ფუნდამენტური რეფორმის დეტალები განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიასთან, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი, უჩა უჩანეიშვილი და ესკოს გენერალურ დირექტორთან, ზაზა დვალიშვილი ესწრებოდნენ, ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ქონდათ მოესმინათ ინფორმაცია ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტის შესახებ, რომელიც ამჟამად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილება სემეკში და განსაზღვრავს ელქტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპებს. აღნიშნული რეფორმა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიებსთვის, ასევე ყველა საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელთა ნაწილსაც მომავალში მოუწევს პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.

„რეფორმა იმდენად ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია, ბაზრის მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობა: მათი, ვისაც უკვე უწევს შესაბამის პლატფორმაზე ელექტროენერგიის გაყიდვა და შეძენა და იმათიც, ვისაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნული ვალდებულება გაუჩნდებათ. მთავარია, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბაზარი იმუშავებს სატესტო რეჟიმში და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი მივუბრუნდეთ დოკუმენტს აუცილებელი კორექტივების შესატანად“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც ამავდროულად დიდი მადლობა გადაუხადა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს მაღალი ინტერესისა და პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023