ბიზნესი
24/03/2023

BAG-ში გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს გარემოს დაცვის და  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნინო თანდილაშილთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა  გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

დადგენილება, რომლის მიღების ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, ითვალისწინებს ახალი ფინანსური გარანტიების შექმნას გარემოსდაცვითი მიზნებისათვის, რაც ერთის მხრივ კომპანიებს მისცემს მეტ მოტივაციას, უზრუნველყონ გარემოსათვის ზიანის მიყენების პრევენცისათვის უფრო ეფექტური მექანიზმების დანერგვა, მეორეს მხრივ კი იქმნება ეფექტური მექანიზმი გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხის მნიშვნელობას და იმ ერთსულოვნ თანხმობას, რაც სამინისტროსა და ბიზნესს  გარემოსდაცვითი საჭიროებების მიმართ პრინციპების დონეზე გააჩნიათ. ამასთანავე გამოიკვეთა საკითხები, რომელიც საჭიროებს მეტ კონკრეტიკას, დამატებით შესწავლას და შესაბამისობის ტვირთის ანალიზს, მათ შორის დეტალური განხილვის საგანი გახლდათ საბანკო გარანტიის გამოთხოვის/სადაზღვევო პოლისის ამოქმედების პროცედურები და ვადები, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის გამოთვლის მეთოდოლოგია და თავად დადგენილების მიღებისა თუ ამოქმედების ვადები, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ნათლად გაიაზროს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და უკეთ მოემზადოს ახალი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023