ბიზნესი
10/08/2023

BAG-ში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებისა და ყაზახეთის დასავლეთ ოლქის სამეწარმეო - ინდუსტრიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრის მთავარი თემა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლქის გუბერნატორმა ნარიმან ტურეგალიევმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ყაზახეთში ამჟამად არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ინვესტიციების წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები და დასავლეთ ყაზახეთის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები.

პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს რეგიონის სავაჭრო კავშირები, საიმპორტო და საექსპორტო პროდუქცია, ასევე ნავთობპროდუქციის წარმოება და მისი ექსპორტი.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობას,  ასევე, რეგიონის გამოცდილებას მეცხოველეობისა და მანქანათმშენებლობის მიმართულებით.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, რომელიც უკავშირდება ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმართულებებზე, სადაც შესაძლებელია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოკვეთა.

„მივესალმებით ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ასეთი სახის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა  და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები რამდენიმე მიმართულება, რაც სასიხარულოა და კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023