ბიზნესი
02/10/2020

BAG-ში ნავთობპროდუქტების ხარისხზე იმსჯელეს

ქვეყანაში რეალიზებადი ნავთობპროდუქტების ხარისხი, დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეხვედრის მთავარი სასაუბრო საკითხი იყო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილსა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის სფეროში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ ლაბორატორიებს.

შეხვედრაზე განხილეს საწვავის ხარისხის მოქმედ საკონტროლო ნორმებში, ახალი კომპონენტების დამატების შესაძლებლობის საკითხი. აღინიშნა, ლაბორატორიების მხრიდან საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესში სინჯების პასუხის ოპერატიულობის მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო, ცოტა ხნის წინ საწვავის ხარისხის შესაბამისობის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობას.

„საწვავის ხარისხს აქვს უდიდესი მნიშვნელობა გარემოზე ზემოქმედების კუთხით, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასთან და ქვეყნის ეკოსტრუქტურასთან. მისასალმებელია, რომ სამინისტროსთან ჩამოყალიბდა თანამშრომლობის უაღრესად კონსტრუქციული ფორმატი. დღევანდელი შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ყველა მონაწილე მხარისათვის. დარწმუნებული ვარ, სამინისტროსა და ლაბორატორიების წარმომადგენლებს შორის გამართული პირდაპირი დიალოგი არის სწორი გზა სამომავლო სტანდარტებისა და პრინციპების ჩამოსაყალიბებლად“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023