ბიზნესი
26/01/2022

"ბაიას ღვინო" ჩინეთსა და დანიაშიც გაიყიდება

"ბაიას ღვინო" ჩინეთისა და დანიის ბაზრებზე გაიყიდება. მოლაპარაკებების ეტაპი უკვე დასრულებულია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ბაია აბულაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რამდენიმე კვირაში, ჩინეთში ექსპორტზე 1200 ბოთლი ღვინო გავა. სხვადასხვა სახეობის ღვინოების 600 ბოთლამდე მოცულობის ღვინო გაიგზავნება დანიაშიც.

„ორივე ქვეყნიდან საკმაოდ დიდი მოლოდინი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ დანია ალკოჰოლის ერთ-ერთი საინტერესო მომხმარებელი ქვეყანაა, ასევე ჩინეთი ქართული ღვინოებისთვის მზარდი ბაზარია. შესაბამისად, დადებით შედეგებს ველოდებით მალე,“ - ამბობს ბაია აბულაძე.

პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე ბაიას ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია. ადგილობრივ ბაზარზე კი, ბაია აბულაძის თქმით, დაარსებიდან დღემდე კომპანიის ნაწარმზე მოთხოვნა გაზრდილია.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული პერიოდი ლოჯისტიკის და საერთაშორისო გადაზიდვების თვალსაზრისით, ჩვენი ექსპორტი გაიზარდა და გაიზარდა აზიის ბაზრის მიმართულებაც. ადგილობრივი ბაზარიც სწრაფად მზარდია. ამ პერიოდში ქართველი მომხმარებლებისგან მოთხოვნა 50%-ითაა გაზრდილი და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა კიდევ უფრო მზარდი იქნება,“ - ამბობს ბაია აბულაძე.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, კომპანიის ნაწარმი 15-მდე ქვეყანაში წარმატებით იყიდება, მათ შორის აშშ-ს 25-მდე შტატსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023