ბიზნესი
30/10/2023

"ბამო" სახელოსნოს გაფართოებასა და კადრების დამატებას გეგმავს

ხის დეკორისა და მცირე ზომის ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ბამო" უახლოეს მომავალში, სახელოსნოს გაფართოებასა და კადრების დამატებას გეგმავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი თეკა ჯამაკაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანიის ნაწარმზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, შესაბამისად საჭირო გახდა გაფართოება. ახალი სივრცე კი როგორც საგამოფენო სივრცისა და მაღაზიის, ასევე სახელოსნოს ფუნქციასაც შეითავსებს.

ამჟამად, განსახორციელებელი ინვესტიცია კალკულაციის პროცესშია, ხოლო ადგილი, სადაც სახელოსნო-მაღაზია განთავსდება,  კონცეფციიდან გამომდინარე ძველი თბილისის ტერიტორია იქნება და მას იჯარით აიღებენ. 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახელოსნო სახლშია მოწყობილი, ხოლო საოჯახო ბიზნესში მხოლოდ ორი ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, "ფრილანსერი" დამხმარეები ჰყავთ, რომლებიც ძირითადად მხატვრები ან დეკორატორები არიან.

"ამ დრომდე რამდენიმე გრანტი ავიღეთ, მათ შორის იყო სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ 30 000 ლარიანი გრანტი. გარდა ამისა, სხვადასხვა პროექტებსა და გამოფენებში ვიღებთ მონაწილეობას.

რეალიზაციის ნაწილში, ჩვენი პროდუქცია ძირითადად ონლაინ, სოციალური ქსელებისა და Etsy-ს პლატფორმის საშუალებით იყიდება ამასთან, პროდუქციას ვყიდით თბილისის მასშტაბით, რამდენიმე მაღაზიაშიაშიც,"-აცხადებს ჯამაკაშვილი.

რაც შეეხება ნედლეულს, კომპანიის თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ პროდუქციის საწარმოებლად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ ნედლეულს იყენებენ. სერთიფიცირებული ნედლეული კი მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ რუსულია და თუ ევროპულით მოხდება ჩანაცვლება, ამ შემთხვევაში ხარჯი გაიზრდება, რაც თავისთავად წარმოებული პროდუქტის ფასზეც აისახება.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი აქტივობების ჩასატარებლად "ბამოს" სხვადასხვა კერძო სკოლიდანაც აქვს დაინტერესება. აქტივობის ფარგლებში, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა დეკორაციები თავადვე დაამზადონ. 

ცნობისთვის, ხის ფიგურებისა და მცირე ზომის ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ბამო" საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა. ისინი სამი ტიპის პროდუქტს აწარმოებენ - არტ-დეკორი, საბავშვო სათამაშოები და მცირე ზომის ავეჯი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023