ბიზნესი
15/02/2022

"ბარამბოს" 11.25%-იანი წილი აუქციონზე ₾1.52 მლნ-ად იყიდება

„ბარამბოს“ 11.25%-იანი წილი აუქციონზე იყიდება.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაში ნიკოლოზ შაქარაშვილის კუთვნილი წილი გასაყიდად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოიტანა. საწყისი ფასი 1 516 472 ლარია, მაშინ როდესაც,  ექსპერტის მიერ წილის ღირებულება 2.02 მლნ ლარად არის შეფასებული. აუქციონი 22 თებერვალს უნდა დასრულდეს.

„ბარამბოს“ მაჟორიტარი აქციონერი - 66.25%-იანი წილის მფლობელი მარი ჩოჩელია, დარჩენილი 22.5% უჩა კაპანაძეს ეკუთვნის. შაქარაშვილის წილი კი, 2013 წლიდან დაყადაღებულია.

2021 წლის 14 მაისს, კომპანიამ სასამართლოს  მიმართა  ნიკოლოზ შაქარიშვილის კომპანიის მფლობელთა სიიდან გარიცხვის თაობაზე, რაც 2020 წლის ბოლოსთვის დაკმაყოფილდა კიდეც.

შაქარაშვილი ჩოჩელების ოჯახთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაშია მეწილე. თუმცა 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ მათ შორის უთანხმოებები არსებობდა.  

„ბარამბო“ ბაზარზეა 2009 წლიდან. როგორ დაასრულა 2021 წელი კომპანიამ ფინანსური ანგარიშგება ჯერ არ გაუსაჯაროებია. 2020 წლის მონაცემებით კომპანია 71.6 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა. პანდემიურ წელს ამონაგები 44.5 მლნ ლარი იყო, წმინდა ზარალი კი, 4.4 მლნ აღემატებოდა.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა შოკოლადების, კარამელის კანფეტებისა და ნაყინის წარმოებაა. პროდუქტი იყიდება როგორც საქართველოში,  ისე საექსპორტო ბაზარზე - ევროპასა და აზიაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023