ბიზნესი
24/07/2020

ბათუმში კომპანია "ცეზარის“ საფირმო მაღაზიამ არ გაამართლა

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ცეზარის“ საფირმო მაღაზიამ ბათუმში არ გაამართლა, ვერ მოიტანა ის შედეგი, რა მოლოდინიც იყო, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ კახაძემ განუცხადა.

„პროექტში დაახლოებით 0,5 მლნ-ზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა, უშედეგოდ. დახურვას არ ვაპირებ, ვიმედოვნებ, სიტუაცია გამოსწორდება. ბათუმში გათვლა იყო ტურისტებზე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის გამო ტურიზმი თითქმის გაჩერდა, ამან გავლენა მოახდინა,“ - აღნიშნავს კახაძე.

კომპანია „ცეზარი“ ამ დროისთვის რამდენიმე დასახელების რძის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის, თვეში 10 ტონა წარმადობით მაწონს, 10 სახეობამდე ყველს, რძეს, კარაქს. სექტემბერში დაგეგმილია არაჟანის წარმოების დაწყებაც.

კომპანია „ცეზარი“ ხულოსა და წალკაში 2 საწარმოს ფლობს და 40-მდე ადამიანს ასაქმებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023