ბიზნესი
27/10/2022

ბათუმში ყველაზე დიდი მოთხოვნა მედიუმ და ეკონომ სეგმენტის ბინებზეა

RECOV.GE–მ თბილისის და ბათუმის საცხოვრებელი სექტორის 2022 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბათუმში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 37%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბაზრის ზომამ კი 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 34%-იანი ზრდაა.

გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ახალ პროექტებში 1%-იანი კლება დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა. 

ამასთან, ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანი, 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა ეკონომ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, 2021 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით მოთხოვნა მხოლოდ 15%-ით გაიზარდა.

2022 წლის სექტემბერში ბათუმში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 311 ერთეული შეადგინა. მნიშვნელოვანი, 55%-იან იზრდა დაფიქსირდა მედიუმ სეგემნტშიც. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მაჩვენებელი 36%-ით 775 ერთეულამდე გაიზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023