ბიზნესი
16/01/2023

ბაზარზე ლურჯი და ყურძნის წიპწის პური გამოჩნდა

ლურჯი პური, ნივრიანი პური, ყურძნის წიპწის პური და პური შავი ქლიავის ჩირით - ეს ახალი სახეობების ჩამონათვალია, რომელთა წარმოებაც კომპანია „მზეთამზემ“ „გემოვანის“ ბრენდით დაიწყო.

უახლესი პროდუქტი ბაზარზე დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა და როგორც „მზეთამზეს“ტექნიკური დირექტორი ზვიად ხარბედია ამბობს, მომხმარებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

„ახალი წარმოება დავიწყეთ, განსახვავებული მიმართულების, განსხვავებული ხაზის, რომელსაც ჰქვია სხვადასხვა დელიკატესებით გაჯერებული პური. რამდენიმე სახეობა შევთავაზეთ მომხმარებელს სრულიად ექსკლუზიური, მაგალითად, ლურჯი პური, ნივრიანი პური... ახალი სახეობის პურები ქარხნული წარმოებისგან განსხვავებული მეთოდით მზადდება, ეს არის ხელნაკეთი პური, თუმცა წარმოების პროცესში, დავტოვეთ ჩვენი პრინციპები - აბსოლუტურად ჯანსაღი ქართული ნედლუელი, ჯანსღი საფუარით“, - დასძინა ზვიად ხარბედიამ.

მისივე ინფორმაციით, „მზეთამზეში“ პურის ხელნაკეთი ხაზის განვითარებას და ამ კუთხით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას მომავალშიც გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ ისევე როგორც თითქმის ყველა სექტორს, კადრების დეფიციტი მათაც აწუხებთ.

„კადრები ამ ქვეყნის პრობლემაა. პროფესიული ჩვევებით და უნარებით კადრებს ვერ ვპოულობთ, ამიტომ, გახსნილი ვართ სრულიად გამოუცდელი ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სამსახური და ვცდილობთ, მათ ვასწავლოთ ყველაფერი“, - დასძინა „მზეთამზეს“ტექნიკური დირექტორმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, „მზეთამზეს“ საწარმოში 20-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023