ფოტო: rivervaleleasing
ბიზნესი
07/09/2021

ბაზარზე პრემიუმ ხარისხის საწვავის დეფიციტია

ნავთობპროდუქტებზე ბოლოდროინდელ ფასების მზარდ ტენდენციას სუპერის ტიპის საწვავზე დეფიციტიც დაემატა.

პრემიუმ კატეგორიის საწვავის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის რუმინეთი იყო, აგვისტოში კი მოწოდება ფაქტობრივად შეწყდა, რამაც, ცხადია, ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა. პრობლემა ეტაპობრივად სხვა ქვეყნებთან - იტალიასთან, ბულგარეთთან და საბერძნეთთან თანამშრომლობით გვარდება.

დეფიციტს სუპერის ტიპის საწვავზე ფასების დამატებითი ზრდა არ გამოუწვევია, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით ბენზინსა და დიზელზე ფასები პლაცის მიხედვით, მაინც რეკორდულ მაჩვენებელზეა. ერთი ტონის ფასი პანდემიამდელ მაჩვენებლებს 80-100 დოლარით აჭარბებს. ფასების დარეგულირების ერთადერთ გზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მცურავი აქციზის შემოღებას ხედავენ.

"ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ის მნიშვნელოვნად აჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებლებს. იმ პირობებშიც, როცა ინფლაციის რიცხვი ორნიშნაა ვფიქრობ, ფასების დასტაბილურების ერთადერთი გზა მცურავი აქციზის შემოღება იქნება, რათა კრიტიკულ ნიშნულს არ გადავიდეს ნავთობპროდუქტების ღირებულება. გამოსავალი იქნება, ამ ეტაპზე შემცირდეს, ხოლო, თუ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი დაიწევს, აქციზის გადასახადი - გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში, ფასების დაჭერა გართულდება. არავინ საუბრობს შემცირებაზე“, - აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023