ბიზნესი
28/02/2023

ბაზარზე ტაქსის ქართული აპლიკაცია "აქს-ელი" გამოჩნდება

წელს ბაზარზე ტაქსის ქართული აპლიკაცია „აქს-ელი“ გამოჩნდება.

გაერთიანება „ტაქსების ფედერაცია“ გეგმავს, პარტნიორებთან ერთად ელექტრომობილები შემოიყვანოს და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი შესთავაზოს. დამფუძნებლების განმარტებით, ახალი აპლიკაცია საქართველოს ბაზარზე დღეს არსებულ ტაქსის კომპანიებს გაუწევს კონკურენციას.

„იქნება საქართველოში ბაზირებული და ადგილზე გავუწევთ ოპერირებას. აქამდე, პანდემიამ შეგვიშალა ხელი და არ გავედით ბაზარზე. ახლა მოვიკრიბეთ ძალა და ვაპირებთ მხოლოდ ელექტრომობილების და იშვიათ შემთხვევაში, ჰიბრიდების შემოყვანას. შემდეგში, ძალიან სერიოზულად ვეცდებით, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადავიყვანოთ ტაქსის კომპანიები, რადგან მომავალი ამისია და ჩვენი ქალაქიც ეკოლოგიურად სუფთა უნდა გავხადოთ“-აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ „აქს-ელის“ წარმომადგენელი ზურაბ აგლაძე

სავარაუდო ინვესტიცია 3 მლნ დოლარია, რაც ითვალისწინებს ელექტრომობილების შემოყვანას, აპლიკაციის განვითარებასა და მძღოლების დატრენინგებას აპლიკაციის მოხმარებაში.

პირველ ეტაპზე „აქს-ელი“ 50-დან 100-მდე ავტომობილს შემოყვანს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023