ბიზნესი
23/10/2020

ბაზარზე უახლოეს მომავალში ფშავში წარმოებული თაფლი გამოვა

ინდმეწარმე გიორგი კობაიძე ფშავში, სოფელ ნეძიხში საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებული თაფლის მასიურ წარმოებას და ბაზარზე გატანას გეგმავს. როგორც მეფუტკრის შვილი მიხეილ კობაიძე ამბობს, ოჯახმა  საქმიანობა 3 წლიანი დაგეგმარების, მზადების, შესაბამისი ლიტერატურის შესწავლისა და კვლევების წარმოების შედეგად  დაიწყო.

„მამამ 10 წელზე მეტია ფშავში დაიდო ბინა. საქმიანობა 2 სკით დაიწყო და ამჟამად მას 40 ფუტკრის ოჯახი ჰყავს, ეს კი წელიწადში დაახლოებით 300 -500 კილოგრამი თაფლის  წარმოების საშუალებას იძლევა,“ - აცხადებს მიხეილ კობაიძე "ბიზნესპარტნიორთან".

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოებული პროდუქცია მინიმალურია, ოჯახი აქამდე რეალიზაციას ადგილობრად, რაიონის მასშტაბით ახდენდა. ახლა კი გამომდინარე იქიდან, რომ დიდია მოთხოვნა, იგეგმება წარმოების გაფართოება. შედეგად, ფშავში წარმოებული თაფლი შესაძლოა უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქსელში, დაფასოებული სახით გაიყიდოს.

კობაიძის ინფორმაციით, სოფელ ნეძიხში წარმოებული 1 კილოგრამი თაფლის ფასი  25 ლარია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023