ბიზნესი
30/09/2020

"ბებიას" ნაქსოვ ქუდებს ხელთათმანები და წინდები დაემატება

„ბებიას“ ნაქსოვი ქუდების შემდეგ გაყიდვაში ხელთათმანები და წინდები ჩაეშვება. კომპანიამ პანდემიის მიუხედავად ახალი პროდუქტების წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. დამფუძნებლის  ვარაუდით, გაყიდვები დაგეგმილზე მცირე იქნება, თუმცა პენსიონერი დასაქმებულებისთვის კრიზისის პერიოდში თუნდაც მცირე შემოსავალი მნიშვნელოვანი იქნება.

„ბებიას“ პროდუქციას მიმდინარე სეზონზე 20-მდე მოხუცებული დაამზადებს.

„პანდემიამდე ვვარაუდობდით, რომ 2020 წლის ზამთრის სეზონზე 2000-მდე ქუდის გაყიდვას შევძლებდით. ახლა კი 500 ერთეულის გაყიდვას პერპექტივასაც დადებით პროგნოზად ვაფასებთ.  მიუხედავად ამისა მცირე მასშტაბებით, მაგრამ როგორც ქუდებს ასევე ახალ პროდუქციას გაყიდვაში მაინც ჩავუშვებთ,“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიაში მთავარ პრობლემად სარეალიზაციო ბაზრების შეზღუდვას ასახელებენ. გიორგი ნოზაძის განმარტებით, მთავარი გაყიდვის არხები საკვირაო ბაზრობები იყო, რომელიც სავარაუდოდ წელს კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების გამო მცირე მასშტაბებით იქნება. გიორგი ნოზაძე განმარტავს, რომ ქუდის ონლაინ ყიდვას მყიდველები მისი მოხმარების სპეციფიკიდან გამომდინარე თავს არიდებენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023