ბიზნესი
04/02/2021

ბექა ფერაძე: არ გვაქვს მოლოდინი, რომ რესტორატორების დაანონსებული აქცია გაიმართება

"სარესტორნე ბიზნესის მიერ შაბათს დაანონსებული აქციის გამართვის მოლოდინი არ გვაქვს", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ რესტორატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თუმცა, მისი შეფასება შეხვედრასთან დაკავშირებით განსხვავდება სფეროს წარმომადგენლების პოზიციისგან. კერძოდ, რესტორატორებისგან განსხვავებით შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო.

„დღეს გამართული შეხვედრა პოზიტიური და ნაყოფიერი იყო, ვინაიდან ყველა გამოწვევა გაზიარებული იყო როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან. ჩვენ ვიმსჯელეთ აქტუალურ საკითხებზე. არ გვაქვს მოლოდინი, რომ შაბათს დაანონსებული აქცია, რომელიც მათი მხრიდან იყო გაჟღერებული, კვლავ გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ სარესტორნე ბიზნესის მხრიდან დაყენებული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან არის გაზიარებული, პირველ ეტაპზე ისინი გაიხსნებიან ღია სივრცეებში და ეტაპობრივად ეპიდ-სიტუაციის გათვალისწინებით დავაანონსებთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელთა დაცვაც რესტორნებს ამ პერიოდის განმავლობაში მოუწევთ“, - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 200-მდე რესტორანი შაბათს საყოველთაო დაუმორჩილებლობას აანონსებს, რაც რესტორნების თვითნებურად გახსნით გამოიხატება. თუმცა გაიხსნებიან თუ არა რესტორნები თვითნებურად, ეს ცნობილი ხვალ გახდება, რესტორატორების მიერ გამართულ ბრიფინგზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023