ბიზნესი
25/01/2021

ბექა ფერაძე: ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა ჩვენი სამსახურის მიზანი არ არის

შრომის მთავარი ინსპექტორი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მან  გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტა, შრომის ინსპექციას ბიზნესთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და არა ჩასაფრებულის პოზიცია.

„ეკონომიკის გახსნა ჯანმრთელობასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ყველას ესმის, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ იმისთვის, რომ ბალანსი იყოს დაცული. კორონა ვირუსის გავრცელების პირველი ფაზის შემდეგ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, ვინც ეკონომიკის გახსნისთვის დაიწყო მზადება. ფაქტობრივად, შრომის ინსპექცია იყო ამ პროცესში წამყვანი მაკოორდინირებელი. ეს იყო პრევენციისა და ბიზნესთან მეგობრული დამოკიდებულებისთვის და არა ჩასაფრებულის პოზიციისთვის. ეს ჩვენი სამსახურის მიზანი არ არის“,- აღნიშნა ფერაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023