ბიზნესი
27/01/2021

ბექა ფერაძე: თუ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვიქნებით, დარღვევა შეიძლება ყველგან არსებობდეს

კორონა ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო საერთო ჯამში შრომის ინსპექციამ 150 ბიზნესი დააჯარიმა. მთავარი შრომის ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის.

„2020 წელთან შედარებით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინსპექტირების ტემპმა, ალბათ, 70%-ით დაიკლო. პირველ ადგილზე კოვიდი იყო გადანაცვლებული და სწორედ ამიტომ გახლდათ 300-400 ინსპექტირება განხორციელებული. 88 000-ზე მეტი ეს იყო ინსპექტირება, რომელსაც შეიძლება დავარქვათ საპრევენციო მიზანი. დაჯარიმებული გვყავს 150 ობიექტი, რაც არ არის რაოდენობრივად მაღალი მაჩვენებელი“,- აღნიშნა ფერაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციების შესრულების თვალსაზრისით ბიზნესი პანდემიის დაწყებიდან დღემდე საგრძნობლადაა გაზრდილი.

„თუ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვიქნებით, რაც ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მით უმეტეს, არალოგიკურად მიმაჩნია, დარღვევა შეიძლება ყველგან არსებობდეს. ჩვენი მიზანი იყო ბიზნესის ინდივიდუალურად ინფორმირება, ხშირად რამდენჯერმეც. მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით რეგიონებში, მივდიოდით და ინდივიდუალურად ვუხსნიდით რეგულაციებს. რეკომენდაციების დაცვისა და ბიზნესის მზაობის თვალსაზრისით საკმაოდ გაზრდილი ვართ. მარტის შემდეგ გვაქვს ამის შედეგები, ამის თვალსაჩინო მაგალითია დეკემბერში მოლების მუშაობა“,- განაცხადა ფერაძემ. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023