ბიზნესი
13/07/2020

ბექაურის ხელმძღვანელობის დროს ბაზარი 2-მა მსხვილმა მოთამაშემ დატოვა - გია ჯოხთაბერიძე

„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახი ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. „ბიზნესპარტნიორი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა,  სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ ორმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიამ,  კახი ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში, დატოვა საქართველო. ეს სიმართლეა!

საქართველოდან გასულ კომპანიებში, რისი გადამოწმების საშუალებასაც იძლევა სხდომის ჩანაწერი, გია ჯოხთაბერიძემ დაასახელა მეტრომედია (ცნობისთვის, საბოლოოდ საქართველოს ბაზრიდან გავიდა 2017 წელს) და თელიასონერა (ცნობისთვის, საბოლოოდ საქართველოს ბაზრიდან გავიდა 2018 წელს) და არა ვიონი საქართველო (ბილაინი), რომელსაც საქართველოდან გასული კომპანიების რიცხვში არასწორად და ტყუილის ტირაჟირებით ასახელებს კომისიის თავმჯდომარე - კახი ბექაური. გია ჯოხთაბერიძემ ბილაინთან მიმართებაში განაცხადა, რომ კომპანიას სურს საქართველოდან გასვლა, მაგრამ „მყიდველი ვერ იპოვნა“.

საქართველოს მობილურ ოპერატორებს, რომლებიც მობილური მომსახურების გასაწევად საჭირო 10 წლიან ლიცენზიებს ფლობდნენ, 2015 წელს მოქმედი ლიცენზიების ვადის ამოწურვამდე მოსთხოვეს ლიცენზიების საფასურის გადახდა, რაც განხორციელდა კიდეც. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აიძულა უდიდესი საერთაშორისო კომპანიები, მეტრომედია ცალსახად და სავარაუდოდ თელიასონერაც, დაეტოვებინათ საქართველო“-ნათქვამია განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023