ბიზნესი
11/11/2020

Bene Exclusive-ი კომპანიების ტოპ მენეჯერებს ავტოგაქირავების ახალ სერვისს შესთავაზებს

Bene Exclusive მომხმარებლებს გადაადგილების სერვისს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა თავდაპირველად მხოლოდ პრემიუმ კლასის ავტომანქანებით მომსახურებას გულისხმობდა, დღეს-დღეობით კი Bene exclusive მრავალპროფილურ კომპანიაა, რომელსაც ავტომანქანების გაქირავების სერვისი მძღოლის გარეშე და ბიზნეს პროექტების, ბიზნეს ივენთების ორგანიზება დაემატა.

მარკეეტინგის გუნდის ხელმძღვანელი სოფი საგანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კომპანიამ ჩაატარა ბაზრის კვლევა და სიტუაციის ანალიზი. აღმოჩნდა, რომ არსებობდა ლოკალური პოტენციალი და დაიწყეს ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა.

„ბევრი ადამიანი მოგზაურობს ქვეყნის შიგნით, რომელთაც სურთ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასათვალიერებლად და მათთვის კომფორტულია იქირაონ ეკონომიური ავტომობილები, მძღოლის გარეშე. სწორედ ამიტომ, Bene Exclusive-ის ახალი Car Rent მიმართულება შეიქმნა,“–აღნიშნავს სოფი საგანელიძე.

Bene Exclusive-ის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა მიდის ახალ პროექტზე, რომელიც გათვლილი იქნება ტოპ მენეჯერებისთვის.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევისწავლოთ და ამოვიცნოთ ბაზრის საჭიროებები. მოგეხსენებათ, თანამედროვე ადმიანისთვის დრო უძვირფასეს რესურსად იქცა, სწორედ ახალი მომსახურების წყალობით, საქმიანი ადამიანებისათვის შევძლებთ ნამდვილი კომფორტის შექმნას. დამატებით დეტალებს კი, პროექტის წარდგენისას გაგაცნობთ,“ – ამბობს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023