ბიზნესი
14/09/2020

Bibbirru-მ Iruli–ს ბრენდით ქალის სამოსის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადო

ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Bibbirru-ს, რომელიც Iruli-ს ბრენდით საქმიანი ქალებისთვის სამოსის ხაზის გამოშვებას სექტემბრისთვის გეგმავდა, COVID-19-ის პანდემიის გამო გეგმები შეეცვალა.

Bibbirru-ს დამფუძნებელი ქრისტინე პახომოვა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ მათი ბრენდში სიახლეების შეტანა უფრო მარტივია, რადგან ცნობადობა საკმაოდ მაღალია, Iruli კი როგორც ახალი ბრენდი გაცილებით ფრთხილ მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

„სექტემბერში დაგეგმილი ჩაშვება, გაურკვეველი ვადით გადაგვედო. პანდემია და მის მიერ შექმნილი არასტაბილური გარემო ბაზარზე, დიდ წინაღობას გვიქმნის ახალ საქმიანობაში. წარმოდგენა არ გვაქვს, როდის შევძლებთ გაბედულად ბაზარზე შესვლას და რამდენად რელევანტური იქნება, მზა ხაზი სეზონთან. Iruli-ს ჩაშვება ნიშნავს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, როგორც პოტენციურ მომხმარებლებთან, ასევე დასაქმებულებთან. ამიტომ ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი, დაველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას", - აღნიშნავს ქრისტინე პახომოვა.

Bibbirru უკვე ერთი წელია ჩანთებსა და ტყავის აქსესუარებს აწარმოებს. ახალი ბრენდის განვითარებაში კი კომპანია 15 000 ლარის ინვესტიციას გეგმავდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023