ბიზნესი
14/06/2021

ბიბი ბოქსი - სპეციალურად პატარძლებისთვის შექმნილი სასაჩუქრე ყუთი

პანდემიის პერიოდში დაწყებული ორი მეგობრის ბიზნესი ფართოვდება. 

BB BOX - პატარძლების გარდა სასაჩუქრე ბოქსს მეჯვარეებისთვისაც მოამზადებს. პანდემიური კრიზისის დროს დაწყებული ბიზნესი Bride Beauty Box სასაჩუქრე ყუთია, რომელიც პატარძლებს სწორედ ქორწილის დაგეგმვაში ეხმარება, ამიტომ ყუთის ადრესატები არიან გოგონები, რომლებიც დაოჯახებას გეგმავენ.  ყუთის კონცეფცია ორი ნაწილისგან შედგება, ნივთები, რომელიც ნებისმიერ გოგოს გააბედნიერებს და ფასდაკლების ვაუჩერები, რომელიც წყვილს ქორწილის დაგეგმვაში დაეხმარება.

„ყუთის შექმნაზე 5 თვე ვიმუშავეთ, მასში მოთავსებულ თითოეულ ნივთზე ბევრი ვიფიქრეთ, რომლებიც სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შეიქმნა, ვიმუშავეთ დიზაინერთან და კომპეტენტურ ადამიანებთან, გარდა ნივთებისა ყუთში ყველაზე მნიშვნელოვანი, ფასდაკლების ვაუჩერებია, პატარძალს სჭირდება კაბა, ვარცხნილობა, მაკიაჟი, თაიგული, საგზური საზღვარგარეთ, ან  სასტუმრო საქართველოში თაფლობის თვისთვის, ქორწილის დიზანი, ორგანიზება და ა.შ - ბოქსში ამ და სხვა პროდუქტზე მომხმარებელი მინიმუმ 20%, მაქსიმუმ 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს, პროდუქტის სამიზნე აუდიტორია მეჯვარეები და პატარძლის მეგობრები არიან, თუმცა უკვე გვქონდა პრეცედენტი, როდესაც პატარძალმა თავად შეგვიკვეთა სასაჩუქრე ყუთი. ძალიან მალე ჩვენი მომხმარებელი „ბიბი ბოქსის“ ახალ ხაზს იხილავს, ეს იქნება სასაჩუქრე ყუთი მეჯვარეებისთვის, კონცეფცია უკვე შექმნილია, ახლა ყუთის დიზაინზე ვმუშაობთ,  ასე რომ ძალიან მალე,  კრეატიულად და ორიგინალურად შეძლებენ პატარძლები მეგობრებს სთხოვონ, რომ გახდნენ მათი მეჯვარეები", - აღნიშნა სტარტაპის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლანა ბლიაძემ.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023