ბიზნესი
11/12/2020

“ბინადარი“: სესხების სუბსიდირება გაყიდვების სტიმულირებაში დაგვეხმარა

დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ კომპანის გაყიდვებზე დადებითად იმოქმედა. შესაბამისად, გახდა საფუძველი იმისა, რომ სამშენებლო პროცესი  არ გაჩერებულიყო.

„ყველა კომპანიას თავისი ხედვა აქვს, თუმცა, სესხების სუბსიდირებამ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელი გახადა დაგვეგეგმა მომავალი თვეები და გაგვეგრძელებინა სამშენებლო პროცესი. რომ არა ეს პროგრამა, თვეში თუ ვყიდით საშუალოდ 10 ბინას, გაიყიდებოდა 3–4, რაც გარკვეული პროცესების შეფერხებას გამოიწვევდა. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, 2021 წლისთვის  დაგეგმილი ახალი მშენებლობები, რომელიც დიდუბის, საბურთალოს დაა სხვა რაიონში უნდა განხორციელებულიყო, გადავდეთ.  

ყველაფრის მიუხედავად, გაყიდვები 20–30%–ით ნაკლებია. ხალხი თავს იკავებს ფულის დახარჯვისგან, რაც გამოწვეულია ვალუტის კურისს ცვლილებით, არჩევნებით და რა თქმა უნდა, პანდემიით,ეს ლოგიკურია.“–აღნიშნავს გოგა ტალახაძე.

„ფასებს რაც შეეხება, არ დაიკლებს. იმის მიუხედავად, რომ მშენებლობისთვის საჭირო ყველა მასალა გაძვირებულია, ვცდილობთ,იმიტომ რომ არ შემცირდეს რეალიზაცია,  არსებული ფასები შევინარჩუნოთ. სანამ Covid-19-ი იქნება საფასო პოლიტიკას არ შევცვლით.“– აცხადებს „ბინადარის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წელს ₾1,14 მლრდ-ით დააფინანსებს, აქედან სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირებისთვის 35 მლნ ლარი დაიხარჯება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023