ბიზნესი
15/07/2022

"ბიოდიზელ ჯორჯია" ბიოდიზელის კიდევ ერთი საწარმოს აშენებას გეგმავს

მეურეული მცენარეული ზეთისგან ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანია "ბიოდიზელ ჯორჯია" კიდევ ერთი საწარმოს აშენებას გეგმავს. 

ახალი ქარხანა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული. როგორც კომპანიის დირექტორი, მურმან პატარაია "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ახალი პროექტის განსახორციელებლად მზადება უკვე დაწყებულია. 

ცნობისთვის, ბიოდიზელ ჯორჯია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელიც ბიო საწვავს აწარმოებს. ბიოდიზელი განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც ორგანული ნივთიერებებისგან მიიღება. მას წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებისა და შესაბამისად, ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების შემცირების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. პროდუქტს ხშირად მომავლის საწვავადაც მოიხსენიებენ. ბიოდიზელ ჯორჯიას წარმოების პროცესის  ძირითადი ნედლეული მეორეული მცენარეული საკვები ზეთია. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.

ბიოდიზელ ჯორჯია ნარჩენებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს. 2 ათასამდე პარტნიორი ძირითადად ჰორეკა სექტორიდან ჰყავს. თვის განმავლობაში 100 ტონამდე ნარჩენი გროვდება. გადამუშავებული პროდუქციით კი ძირითადად ადგილობრივი ბაზარი მარაგდება. მცირე საექსპორტო მოცულობები გათვლილია ევროკავშირის ბაზრისთვისაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023