ბიზნესი
19/01/2021

ბიზნესად ქცეული ჰობი – "მარიამის ატელიე" ტყიბულში

სამკერვალო ატელიე ქალაქ ტყიბულში, მომხმარებლების ინდივიდულურ შეკვეთებზე მუშაობს და პარალელურად პირბადეებს კერავს. ატელიეს დამფუძნებლის მარიამ ცხოვრებაშვილის თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„სამკერვალოს გახსნის იდეა 2015 წელს გაჩნდა, საწყის ეტაპზე ეს ერთგვარი ჰობი იყო, თუმცა დიდი მოთხოვნის გამო „მარიამის ატელიეს“ გაკეთება გადავწყვიტე. ამისათვის დავწერე ბიზნეს იდეა „აწარმოე საქართველოში" და მივიღე გრანტი, შევიძინე თანამედროვე ტექნიკა, რამაც უფრო სრულყოფილი გახადა ჩემი ნაწარმი. ორ წელიწადში უკვე საკუთარი ფართი მქონდა ატელიესთვის. შემდეგ მოვიპოვე „ფერმერთა ასოციაციის“ და გაეროს „ქალთა ორგანიზაციის“ გრანტი, რომლის საშუალებითაც კიდევ უფრო მეტი ტექნიკა შევიძინე და დავასაქმე ორი ადგილობრივი ქალბატონი.  

იმის გამო, რომ მომხმარებელს ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას ვთავაზობ, ძალიან ბევრია შეკვეთების რაოდენობა. ჩვენი პროდუქცია ინდივიდუალურად გადის იტალიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში,“– აღნიშნავს მარიამ ცხოვრებაშვილი.

პანდემიის პერიოდში „მარიამის ატელიე“ სრულად გადაერთო დისტანციურ მუშაობაზე და დაიწყო პირბადეების წარმოება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა, როგორც მრავალჯერადი მოხმარების საყოფაცხოვრებოდ.

„ლოქდაუნის პერეიოდში ატელიეს ზარალი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უამრავი პირბადე გავაჩუქეთ. სამომაავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა წარმოების გაფართოება, მეტი ადამიანის დასაქმება. ასევე შოურუმის გაკეთება, სადაც მომხმარებელი შეძლებს ჩემი შეკერილი სამოსის შეძენა-დათვალიერებას. მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეებით გავაფერადოთ ისეთ ქალაქი, რომელსაც ნაცრისფრად მოიხსენიებენ", – ამბობს „მარიამის ატელიეს“ დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023