ბიზნესი
10/09/2020

ბიზნესის განწყობები რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა - თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ დაუშვილის განცხადებით, ლარის ასეთი გაუფასურება პირადპირპროპორციულად ნიშნავს, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო ღარიბდება, ბიზნესის განწყობები კი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.

„უკვე 6 წელია რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო და ბოლო არ უჩანს. ამის მიზეზი არავითარი ფუნდამენტური ფაქტორები და "შოკუნიები" არ არის და არც იყო. ამის მიზეზი არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობაა. თუ ერთხელ და სამუდამოდ ლარი არ მიება რომელიმე მყარ ვალუტას ან ლართან ერთად პარალელურ მიმოქცევაში არ დაიშვა ევრო და დოლარი, ლარის კატასტროფული გაუფასურება გაგრძელდება და ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მივა. მინდა იმედი ვიქონიო, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ამჟამინდელი ან მომავალი მთავრობა აუცილებლად მიიღებს ფინანსური სტაბილურობისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყევტილებას და ლარი გახდება მყარი და საიმედო ვალუტა. ამის გარეშე ყოველგვარ ეკონომიკურ წარმატებაზე და აღმავლობაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

მისი ინფორმაციით, მთავრიბამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბოლო დროის სტაბილური კურსი რაც იყო, იგულისხმება 3.06-3.07 ნიშნული, შენარჩუნდეს და  ბიზნესს დამატებითი წნეხი არ დააწვეს. „კორონავირუსის გამო ბიზნესს ისედაც საკმარისზე მეტი პრობლემა აქვს და ლარის სტაბილურობა ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მაქვს მოლოდინი, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და შეუწყობს ხელს ლარის სტაბილურობას, ეს  ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

ბიზნესმენის თქმით, სასიგნალო ოფიცილაური კურსი 3.15 ნიშნულია,რომლის შემდეგაც კომპანია ფასების გადახედვას დაიწყებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023