ბიზნესი
03/05/2023

ბიზნესის ნაწილი დისტანციურად დასაქმებულებისთვის ერთიანი საგადასახადო პრაქტიკის დანერგვას ითხოვს

„საქართველოში დისტანციურად მომუშავე პირებისთვის  ერთიანი საგადასახადო პრაქტიკა  არ არსებობს - ამის შესახებ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ტექნოლოგიების განვითარებასა და დისტანციურად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან  ერთად კანონმდებლობაში  არაფერი შეცვლილა.

 „არის სხვადასხვა ქეისები: როდესაც ქართული კომპანია ქირაობს ისეთ ადამიანს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და ჩვენ გვაინტერესებს , როგორია მათი დაბეგვრის პრაქტიკა,  ასევე  როცა საქართველოში მცხოვრებს ქირაობს უცხოური კომპანია და ეს ადამიანი აღნიშნულ კომპანიას  დისტანციურად ემსახურება, ვინ უნდა გადაიხადოს გადასახადი, ფიზიკურმა პირმა თუ თავად კომპანიამ. ჩვენი მიზანია, არა ის რომ მოვითხოვოთ გადასახადის გადახდა, არამედ ის რომ  იყოს ერთიანი პრაქტიკა კანონმდებლობაში და დისტანციურად დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებები მოექცეს საერთაშორისო დაბეგვრის რეგულირებაში.“-განმარტა პაატა შურღაიამ.

მისივე თქმით, დღეს დისტანციურად  დასაქმებულთა  ნაწილი,  საშემოსავლო გადასახადით იბეგრება, ნაწილი კი ამ გადასახადს არ იხდის.

„ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკაც არის არაერთგვაროვანი,  იქიდან გამომდინარე რომ ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას მთავრობები ხშირად ვერ ეწევიან.“- განმარტა „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023