ბიზნესი
12/06/2023

"ბიზნესის ნაწილში არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ავტოპარკი შედარებით გაახალგაზრდავდება"

"არაფერს დიდს არ შეცვლის ბიზნესისთვის ეს ახალი ინიციატივა და მას ნეგატიური გავლენა არ ექნება ჩვენს საქმიანობაზე", - ასე ეხმაურება პრემიერის დღევანდელ განცხადებას, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის 2024 წლიდან აკრძალვასთან დაკავშირებით, "კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში 10 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტს ისედაც მცირე წილი ეჭირა. 

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაგალითზე ასე იყო. ჩვენს იმპორტში 2013 წელზე ზევით ავტომობილების იმპორტს მხოლოდ 2-3% ეკავა. მოსახლეობის მხრიდანაც არ იყო დიდი დაკვეთა ძველ ავტომობილებზე, შესაბამისად, მიწოდებაც იყო მცირე. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივით ბიზნესისთვის არაფერი შეიცვლება, თუმცა გარემო გაუმჯობესდება“, - აღნიშნა  "ბიზნესპარტნიორთან" "კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოდან ავტომობილები ექსპორტზე, ან რეექსპორტზე გადის, ავტომობილების ასაკთან მიმართებით ეს შეზღუდვები უკვე არსებობს.

„მაგალითად აზერბაიჯანში 10 წელზე ზემოთ მანქანას ვერ შეიყვანთ. საქართველოც ნელ-ნელა ერგება ამ სტანდარტებს. ამიტომ, ბიზნესის ნაწილში არაფერი შეიცვლება, უბრალოდ შედარებით გაახალგაზრდავდება ავტოპარკი“, - განმარტა გიორგი სურგულაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, საქართველოში ავტობიზნესი აღმავალ ტრენდს აჩვენებს. მზარდია საექსპორტო ქვეყნების სიაც და „კავკასიის ავტოიმპორტის“ შემთხვევაში, ამ სიას შუა აზიის ქვეყნები დაემატა, ასევე მოლდოვა.  ტრადიციულად, გაყიდვების კუთხით,  აქტიურია აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023