ბიზნესი
03/10/2023

"ბოდიშს ვიხდით მომხდარი ფაქტის გამო" - "წყალი მარგებელი" რუსული წარწერის გამო განმარტებას აკეთებს

სს "წყალი მარგებელი", რომელიც "ბახმაროს" წყალს უშვებს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. 

"გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, საქართველოს ბაზარზე წყაროს წყალი ბახმაროს შეფუთვასთან დაკავშირებით.

ბოდიშს ვიხდით მომხდარი ფაქტის გამო და გვინდა განვმარტოთ, რომ ბახმაროს წყალი აღნიშნული ეტიკეტით არასდროს ყოფილა განკუთვნილი რუსული ბაზრისა და რუსებისთვის. კომპანია ბახმაროს წყალს რუსეთში საერთოდ არ ყიდის.

7776 ცალი ბახმაროს ბოთლი, რომელიც განკუთვნილი იყო ბელორუსიის ბაზრისთვის, შეცდომით მოხვდა საქართველოს ბაზარზე.

ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე. სიტუაციის გამოსასწორებლად და ჩვენი მომხმარებლების ნდობის შესანარჩუნებლად, ვიღებთ სასწრაფო ზომებს - თითოეული ბოთლი ამოღებული იქნება ქსელებიდან.

გულწრფელად ვიხდით ბოდიშს აღნიშნული უხერხულობისა და გაუგებრობისთვის. თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

სს "წყალი მარგებელი" არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც უპირველესი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია!"- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გვერდის, "ჩემი ქალაქი მკლავს", მიერ გავრცელდა ფოტო, სადაც რუსულენოვანი ეტიკეტის მქონე "ბახმაროს" ბოთლი ჩანს

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023