ბიზნესი
01/04/2021

ბოხუას კლინიკა: ლარის გაუფასურების პირობებში მომსახურების ტარიფების "დაჭერა" რთულია

ლარის არასტაბილურობამ შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებები არაერთი პრობლემის წინაშე დააყენოს. მათ შორისაა, სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდა.

ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  ამჟამად კლინიკაში ძველი ფასები მოქმედებს, თუმცა, ეს მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ხდება.

„ლარის გაუფასურება პრობლემა არის, მაგრამ ასე უცებ მომსახურებაზე ფასებს ვერ შევცვლით. მაღაზია ხომ არ არის, კლინიკაა და პაციენტები არიან, ძნელია, ასე ფასების მომატება. რთულია დაიჭირო ფასი, როდესაც მედიკამენტები გაძვირდა, თუმცა როგორღაც გამოვძღვრებით ამ სიტუაციიდან,“ - აცხადებს ყიფიანი.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შესაძლო შეცვლას, ყიფიანი აცხადებს, რომ ამ მხრივ ახალი არაფერია, მიმდინარეობს ფასწარმოქმნის მექანიზმზე სამუშაო პროცესი, თუმცა კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ბოლო პერიოდში ამ თემაზე კომუნიკაცია აღარ ყოფილა.

„ეს იოლი საქმე არ არის, დიდი ძვრა არ არის და პრობლემა აქტუალურია. ალბათ იქნება რაიმე გადაწყვეტილება უახლოს მომავალში მიღებული,“ - აცხადებს  ყიფიანი.

შეგახსენებთ, 2021 წლის იანვარში სამედიცინო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფები, შესაძლოა შეიცვალოს. სექტორსა და სამინისტროს შორის ამ საკითხზე მუშაობა კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023