ბიზნესი
06/03/2023

ბოლო 1 წელში, ₾17 000-იანი 25 ველოსიპედი გავყიდეთ - Georgian Bicycle Group

მსოფლიოში ველოსიპედზე, როგორც ეკომეგობრულ ტრანსპორტზე მოთხოვნა, განსაკუთრებით პანდემიის დროს გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Georgian Bicycle Group-ის გაყიდვების მენეჯერმა ლაშა სოხაძემ განუცხადა, გაყიდვების მაჩვენებელი, სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის მიერ წარმოებულ, ყველა ტიპის ველოსიპედზე წლიდან-წლამდე საქართველოშიც მზარდია. მაგალითისთვის, ქვეყანაში, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, ველოსიპედზე მოთხოვნა გასამმაგდა.

„მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა 2022 წელსაც და 2021 წელთან შედარებით, გაყიდვების მაჩვენებლები 50%-ით გაგვეზარდა. ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მოთხოვნაა ელექტრო ველოსიპედებზე. რაც შეეხება საფასო სეგმენტს - ყველაზე გაყიდვადია 2000-დან 3000 ლარამდე არაელექტრო ველოსიპედები და 4000 ლარიდან 8000 ლარამდე ღირებულების ელექტრო ველოსიპედები“, - აღნიშნა ლაშა სოხაძემ.

მან მაღალბიუჯეტურ ველოსიპედებზეც ისაუბრა და თქვა, რომ Georgian Bicycle Group-ი მომხმარებელს ცნობილი გერმანული ბრენდის „გოუსთის“ ელექტრო ველოსიპედებსაც სთავაზობს, რომელთა ღირებულება 15-17 ათასი ლარია.

„მაგალითისთვის, ბოლო 1 წელში 17 ათას ლარიანი 25 ველოსიპედი გავყიდეთ, რაც ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა“, - განმარტა Georgian Bicycle Group -ის გაყიდვების მენეჯერმა.

Georgian Bicycle Group-ში იმედოვნებენ, რომ ქართული წარმოების ველოსიპედიც ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორიც მისი უცხოური ანალოგები. ქართული ველოსიპედის ჩარჩო უკვე მზად არის , გახსნილია ველობაზაც და ამ ეტაპზე, კომპანიაში იაპონიიდან ნაწილების ჩამოსვლას ელოდებიან.

პირველი ქართული ველოსიპედი, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ბაზარზე 2023 წლიდან გამოვა, ყველაზე პესიმისტური სცენარით კი მომხმარებელი ქართული ველოსიპედით სარგებლობას 2025 წლიდან შეძლებს. 

პირველი ქართული ველოსიპედი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაიყიდება და მისი ღირებულება 1500 ლარიდან დაიწყება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023