ბიზნესი
29/09/2020

"ბრეტი" ბაზარზე საბავშვო თაფლს გამოიტანს

პირველად ქართულ ბაზარზე საბავშვო თაფლი გამოჩნდება. მას გასაყიდად კომპანია „ბრეტი“ გამოიტანს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საბავშვო თაფლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი განსხვავებულია. მწარმოებლის განმარტებით, გარდა უნიკალური გემოვნური თვისებებისა, პროდუქცია გამორჩეული იმითაც არის, რომ მისი შემცველობიდან ამოღებულია ყვავილის მტვერი, რაც თაფლით გამოწვეულ ალერგიულ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კეპაშვილი ამბობს, რომ თაფლი არ იქნება ისეთი ძლიერი როგორიც არის ყვავილის, წაბლის და ცაცხვის თაფლი. "ალერგიას იწვევს ყვავილის მტვერი, რადგან ჩვენ ყვავილის მტვერი უნდა გამოვაცალოთ პროდუქტში ნაკლები ალერგანტი ხვდება," - ამბობს კეპაშვილი.

პროდუქტის მიღება 1 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. საბავშვო თაფლი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანონ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023