ბიზნესი
05/02/2021

ჩარჩენილები - მოგზაურების ან ტურისტების ნაწილი ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს

მოგზაურების ან ტურისტების ნაწილი ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს.

„გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა უფლება, გავყიდოთ ტურისტული პაკეტები ისეთ მიმართულებებზე სადაც მთელი მსოფლიოდან შეუფერხებლად ხდება ტურისტების ჩასვლა," - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია თხოვნით საქართველოს ეკონომიკის მინისტრს და ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართავს.

კერძოდ საუბარია თურქეთზე, ეგვიპტეზე, მალდივის კუნძულებზე, ზანზიბარზე, დომინიკანების რესპუბლიკაზე, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე.

ამავდროულად ასოციაციას აინტერესებს ამ უფლების არსებობის შემთხვევაში რა საბუთებია საჭირო საზღვარზე წარსადგენად.

ასოციაციში ამბობენ, რომ მიუხედავად დეკლარირებული ქვეყნიდან გასვლის უფლებისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები არ გაუშვეს ისეთ ქვეყნებში, რომლებში შესვლაც ოფიციალურად ნებადართულია. მგზავრებს თან ჰქონდათ PCR ტესტის პასუხი, კოვიდ დაზღვევა, ორი გზის ბილეთი და სასტუმროს ჯავშნი, თუმცა, ბუნდოვანი მიზეზების გამო, რიგ შემთხვევებში სასურველი მიმართულებით გადაადგილება მაინც ვერ შეძლეს.

"იყო შემთხვევები, როცა მგზავრები აქვე, ჩვენსავე გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და იყო შემთხვევებიც, როცა ადგილზე ჩასულები უკან დააბრუნეს. ახსნა აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია, მხოლოდ ის, რომ მესაზღვრემ ასე გადაწყვიტა, ლოგიკური პასუხი არ არის, დამეთანხმებით. გამყვან ტურისტულ კომპანიებს, გვინდა, შეუფერხებლად ვიმუშაოთ და მგზავრების უკმაყოფილებაც თავიდან ავირიდოთ,“ - აცხადებს „ბიზნეპარტნიორთან“ საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი გიორგი მელიქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ფრენები საქართველოში 1-ელი თებერვლიდან აღდგა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023