ბიზნესი
28/12/2020

ჩართვები მარნიდან - ღვინის ფესტივალი ონლაინ

ღვინის პირველი ონალინ ფესტივალი დაიწყო. 3 დღიანი პროექტი „ღვინის კლუბის“ ინიციატივით ხორციელდება.

ორგანიზატორების განმარტებით, პანდემიის გამო, მწარმოებლებს მომხმარებელთან დაკავშირება უჭირთ, შესაბამისად ონლაინ ფესტივალი კარგი შესაძლებლობა იქნება ღვინის მოყვარულებმა სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

ფესტივალი ვიდეო–ჩართვების რეჟიმში წარიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მცირე მარნები, ასევე მსხვილი კომპანიები. თითოეულ მწარმოებელს საკუთარი პროდუქტის წარსადგენად 10 წუთი დაეთმობა. 

"არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ ასეთი, ცოტა უცნაური ფორმატისთვის მიგვემართა. რა თქმა უნდა ვრისკავდით, მაგრამ გვიხარია, რომ გაამართლა და ჩვენს მცდელობას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მარნიდან ჩაერთონ და მომხმარებელს ღვინო წარმოების ადგილიდან გააცნოს", - განმარტავს "ღვინის კლუბის" დამფუძნებელი მალხაზ ხარბედია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023