travelersofworld.com
ბიზნესი
03/02/2022

ჩეხი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან

ჩეხი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან. სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში სამიზნე კომპანიებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში კომუნიკაცია სააგენტოსა და უმსხვილეს სასტუმროების, ავტონაწილების მწარმოებელ და ერთ-ერთ მოწინავე IT და Bpo კომპანიებს შორის შედგა.

როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, სამივე მიმართულებით უკვე დაიგეგმა კონკრეტული ბიზნეს ნაბიჯები. ყველაზე გამოკვეთილ პროექტად სააგენტოში IT და Bpo-ს მიმართულებას ასახელებენ. თორნიკე ზირაქიშვილის განცხადებით, ჩეხური კომპანიის დაინტერესება განსაკუთრებით ქვეყანაში არსებულმა საგადასახადო შეღავათებმა განაპირობა. კომპანია კონკრეტული პროექტის საქართველოში განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი აიტი დეველოპერი დასაქმდება.

რაც შეეხება ავტონაწილების მიმართულებას, თორნიკე ზირაქიშვილის თქმით, ჩეხური კომპანია საერთო პროექტების წარმოებას განიხილავს. ამასთან, შესაძლებელია კომპანიებს შორის სადისტრიბუციო შეთანხმებებიც დაიდოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023