ბიზნესი
03/05/2022

"ჩემპის" ვაშლის ჩიფსების 60% ექსპორტზე აშშ-ში გადის

სოციალური საწარმო "ჩემპი" წლიურად საშუალოდ 100 000 შეფუთვა ვაშლის ჩიფსს აწარმოებს, საიდანაც 40% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 60% ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ჩემპის" თანადამფუძნებელი, ნონა ნონიაშვილი განმარტავს, საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ამერიკის ბაზარზე პროდუქციის გატანაში ეხმარებათ, ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნეს. 

"დღეს უკვე 12 სახეობის ვაშლის ჩიფსს ვქმნით. სამი მათგანი ორიგინალია, ცხრა კი ვაშლის ჩიფსი სხვადასხვა ხილის წვენთან ერთად. თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციას ვამყარებდით ჩვენს მომხმარებელთან. დეგუსტაციების, გამოფენებისა და სხვადასხვა კვლევის მეშვეობით. თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა პროდუქტმა, რადგან ის ჯანსაღია და ჯანსაღ სნექებზე მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ თბილისის წამყვან ჰიპერმარკეტებში ვართ წარმოდგენილი როგორიც არის, ევროპროდუქტი, აგროჰაბი, ნიკორა, გუდვილი. გვაქვს ონლაინ მიწოდების სერვისიც და ვართ გლოვოსა და ვოლტზე.

დაწყებულია ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ასეთი ჯანსაღი სნექებისთვის დიდი შესაძლებლობაა. გვყავს პარტნიორი და ამერიკაში ჩვენი პროდუქტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოვიპოვეთ, მაგალითად, საუკეთესო ტკბილი სნექების კეტეგორიაში. ამერიკაში ჩვენი დღევანდელი პარტნიორი ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანით. მას უკვე გაჰქონდა საქართველოდან ჯანსაღი პროდუქცია. აქტიური კომუნიკაციის, ამერიკის ბაზრის შესწავლის, ეტიკეტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გავლის შემდეგ მოვახერხეთ, რომ გავსულიყავით ამერიკაში. წლიურად საშუალოდ 100 000 შეფუთვას ვაწარმოებთ, საიდანაც დაახლოებით 40% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 60% ექსპორტზე გადის",- განაცხადა ნონიაშვილმა. 

"ჩემპის" საწარმომ ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023