ბიზნესი
06/04/2021

"ჩირიფრუტის" ჩირი და შოკოლადი ექსპორტზე ინგლისში გავიდა

ქართული ჩირისა და შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიამ „ჩირიფრუტი“ პანდემიის მიუხედავად პროდუქციის ინგლისში ექსპორტზე გატანა შეძლო. ქართული პროდუქციის შეძენა ადგილობრივებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეუძლიათ.

„გასული წელი გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის. ყველა სფერომ ერთნაირად განიცადა პანდემიის დარტყმა, თუმცა ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვერგებით თანამედროვე სტანდარტებს და მოთხოვნებს. პირად კონტაქტზე გავედით ამერიკაში და გარკვეული რაოდენობა პროდუქტებისა უკვე გაიგზავნა. რაც შეეხება ინგლისში "ჩირიფრუტის" გატანას, ეს უკავშირდება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩისა და ქართული სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტს, რომელიც გულისხმობს  საქართველოში წარმოებული პროდუქციის ბრიტანეთში რეალიზაციას. ეს არის ონლაინ პლატფორმა და მისი საშუალებით ინგლისის მოქალაქეებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეიძნონ მისთვის სასურველი პროდუქტი. პირველი შეკვეთა დეკემბერში გავგზავნეთ და საკმაოდ წარმატებით ჩაიარა ამ პროცესმა. იმედი გვაქვს, ჩვენს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებიდანაც გაიზარდა მომართვიანობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა შემოთავაზება.“ - აცხადებს "ჩირიფრუტის" დირექტორი სოფიო ჯიქია.

საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის პარალელურად "ჩირიფრუტს" სიახლეები აქვს ქართველი მომხმარებლებისთვისაც.

„გარდა პროდუქტის სახეობების გაზრდისა, საკურიერო მომსახურებაც დავამატეთ. რის შემდეგაც უწყვეტად ხდება სასურველი პროდუქტის ონლაინ შეძენა და მიწოდება. აღსანიშნავია, რომ დიდი როლი ითამაშა სოციალური ქსელების მრავალფეროვანმა კონტენტმა, რაზეც ყოველდღიურად მუშაობდა კომპანიის ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სამსახური. შესაბამისად, გაიზარდა აუდიტორია და მოთხოვნა,“ - განმარტავს სოფიო ჯიქია.

„ჩირიფრუტი” 60-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 2020 წელი კომპანიამ 30-ტონიანი წარმადობით დაასრულა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023