ბიზნესი
16/01/2023

"ჩირიფრუტში" შვეიცარიული ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება

ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია 'ჩირიფრუტში" უახლოეს მომავალში შვეიცარიული ტექნოლოგიები დაინერგება. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა, პროექტში დაახლოებით $50 000-ის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.  

„ამ ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, ჩვენივე საწარმოში დავიწყებთ ქართული შოკოლადის წარმოებას. ამჟამად კი, ჩვენი ტკბილეული ქართული ჩირითა და შვეიცარიული შოკოლადით მზადდება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული ხილისგან მიღებული ჩირისა და შოკოლადის ერთობლიობა განსხვავებულ არომატს ქმნის, რითაც მსოფლიოში თავისი ადგილის დამკიდრება შეუძლია“, - აცხადებს ჯიქია. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში, ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექნილი ტკბილეული მალე ექსპორტზეც გავა.  ამ მიმართულებით, ქართულ მცირე საწარმო „ჩირიფრუტში“ აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. რამდენიმე დღეში კი, 10-ამდე სახეობის ქართული პროდუქტი ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგება.  სპეციალურად ამ დღისთვის, სრულიად ახალი კანფეტიც დამზადდა.

სოფიო ჯიქიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექმნილი ტბილეული სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მათ შორის, შოკოლადის ისეთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაშიც, როგორიც შვეიცარიაა.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრების პარალელულად, ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექმნილი პროდუქციის ცნობადობა მზარდია საქართველოშიც. ბოლო 5-6 წელში, დაახლოებით, 20-ამდე გაიზარდა იმ მცირე საწარმოთა რიცხვი, რომლებიც ამ პროდუქტს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით ამზადებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023