ბიზნესი
19/01/2023

"ჩირიფრუტში" ტკბილეულზე ფასები 10%-ით გაიზარდა

პანდემიიის შემდეგ,რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში ტკბილეულის ფასების ზრდა განაპირობა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ჩირიფრუტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა ბუკიამ განუცხადა, მათი საწარმოს მაგალითზე, შოკოლადითა და ჩირით შექმნილი ტკბილეულის ფასები, დაახლოებით, 10%-ით არის გაზრდილი.

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საკმაოდ გაგვეზარდა იმ მასალების  ტრანსპორტირების ხარჯი, რომლებსაც წარმოებაში ვიყენებთ. გაძვირებულია თავად ნედლეულიც საერთაშორისო ბაზრებზე. მართალია, ძირითადად, ნედლეულად ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს ვიყენებთ, მაგრამ ზოგიერთი ხილი საქართველოში საერთოდ არ მოდის, ამიტომ, გვიწევს იმპორტირება. შესაბამისად, საიმპორტო მასალების გაზრდილმა ფასებმა, 2022 წლის განმავლობაში, გაგვიძვირა წარმოება, რაც პროდუქციის ფასებზეც აისახა“, - აღნიშნა ანა ბუკიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია წელს ეცდება, არსებული ფასები შეინარჩუნოს და ზრდის მიმართულებით წელს საფასო პოლიტიკა აღარ შეცვალოს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023