ბიზნესი
29/09/2020

"ჩირიკელამ" ბაზარზე ხილ-ბოსტნეულის ახალი ჩიფსები გამოიტანა

„ჩირიკელა“ 3 წლის იუბილეს სიახლეებით შეხვდა, ნატურლური ხილის და ბოსტნეულის ჩირების წარმოებას ხრაშუნა და სასარგებლო სერია დაემატა.

ლეღვის, ჭარხლის და სტაფილოს ჩიფსების შეძენა მომხმარებელს ონლაინ, ან თეთრიწყაროს ადგილობრივ მარკეტებში შეუძლიათ. საწარმო სწორედ ამ რაიონშია განთავსებული. იდეა საგრანტო პროგრამის „აწარმოე საქართვლოში“ ფარგლებში დაფინანსდა.

როგორც „ჩირიკელას“ თანადამფუძნებელი ნინო მჭედლიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, „ჩირიკელას" შექმნის იდეა სამეგობროში დაიბადა.

"სხვადასხვა იდეის განხილვის შემდეგ, ყველაზე ოპტიმალურად შევაფასეთ ჩირის ბიზნესის წამოწყება. თავდაპირველად, მოვიძიეთ ყველა საჭირო ინფორმაცია როგორც ჩირის წარმოებაზე, ასევე უშუალოდ ბიზნესის მართვაზე და ჩამოვაყალიბეთ ბიზნეს გეგმა. გამომდინარე იქიდან, რომ საკმარისი სახსრები არ გვქონდა, საგრანტო პროგრამებს გადავხედეთ და აღმოვაჩინეთ "აწარმოე საქართველოს" პროგრამა, რომლის დახმარებითაც შევძელით დაგვეწყო საქმიანობა. ამ პროგრამის ყველა ეტაპი წარმატებით გავიარეთ და ავიღეთ გრანტი, რომელმაც ფაქტობრივად, შექმა ჩვენი ბიზნესი", - ამბობს ნინო მჭედლიძე.

სამი წლის განმავლობაში საწარმო, ერთგვარად, სატესტო და სასწავლო რეჟიმში ფუნქციონირებდა. ექსპერიმენტირების შედეგად საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი მოყვა. ამ დროისთვის „ჩირიკელა“ 20-მდე დასახელების ჩირით, ჩიფსით და ჩაით არის ბაზარზე წარმოდგნილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023