ბიზნესი
07/09/2020

"ჩირინა“ 2021 წლის შემოდგომაზე სოსისის და ძეხვის წარმოებას გეგმავს

კომპანია „ჩირინა“ 2021 წლის შემოდგომაზე სოსისის და ძეხვის წარმოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, პროდუქცია ძირითადად, ქათმის ხორცისგან დამზადდება.

როგორც ვაშაკიძე აცხადებს, ახალი პროექტისთვის სართიჭალაში დამატებით ახალი ქარხანა აშენდება. ბიზნესმენი განმარტავს, რომ ტერიტორია უკვე კომპანიის საკუთრებაშია. ამჟამად კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს.  

შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023