ბიზნესი
02/08/2023

ჩირისა და ტკბილეულის საწარმო "სქირი" ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

 ჩირისა და ტკბილეულის საწარმო „სქირი“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საწარმოს დაფუძნებელმა, ეკატერინე ხუტკუბიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე წარმოებაში ბავშვის ხაზის დამატება იგეგმება, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვეულებრივი კანფეტების, ნატურალური პროდუქციით, ტყლაპებითა და ჩირეულით ჩანაცვლებას, რომელიც პატარა ჩანთაში იქნება მოთავსებული.

რაც შეეხება საწარმოს, როგორც ხუტკუბია განმარტავს,  „სქირი“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ზუგდიდის მუნიცუპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ კი გაფართოვდა და ახალი საწარმო USAID YES-Georgia-ს მხარდაჭერით გახსნა, რომელშიც  200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.  

აღსანიშნავია, რომ საწარმო 35 ტონიანი ხილის შესანახი მაცივარითა და მზის ენერგიაზე მომუშავე საშრობითაა აღჭურვილი, სადაც ერთდროულად 200-დან 300 კილომდე ნედლი ხილის გაშრობაა შესაძლებელი.

„ნედლეულის უდიდეს ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ვყიდულობთ. საწარმოში ამჟამად 100-ზე მეტი სახეობის ქართული ხილის ნედლეულისგან დამზადებული ნატურალური ჩირის ფართო ასორტიმენტი, ტყლაპი, ჩურჩხელები, ჩირის კანფეტები და შოკოლადიანი ჩირის სხვადასხვა სახეობა, ამასთან აჯიკების ნაირსახეობასაც იწარმოება, მაგალითად მწვანე, თხილიანი და პიტნის აჯიკები.  

ჩვენთან 8 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივები  არიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გავფართოვდით,  იგეგმება ახალი თანამშრომლების დამატებაც,"-აცხადებს ხუტკუბია.

რაც შეეხება რეალიზაციას, ამ ეტაპზე  კომპანიის გაყიდვები მხოლოდ ონლაინ და კერძო შეკვეთის საშუალებით ხდება. 

"სქირის" დამფუძნებლის ცნობით, წარმოების ზრდის გამო საექსპორტო ბაზრებიც არიან პროდუქციით დაინტერესებული, რომლებთანაც ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორისაა გერმანიაც.  

ცნობისთვის, ჩირისა და ტკბილეულის საწარმო „სქირი“ ბაზარზე 2018 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში ოპერირებს. "სქირი" მომხმარებელს ქართული ხილის ნედლეულისგან დამზადებულ ნატურალური ხილის ჩირის ფართო ასორტიმენტს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებს და შოკოლადიანი ჩირის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ „სქირი“ მეგრული სიტყვაა და გამომშრალს ნიშნავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023