ბიზნესი
25/12/2020

Chronos-ი საერთაშორისო ბაზრებზე ფეხის მოკიდებას ონლაინ გაყიდვებით შეეცდება

ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ქართული ბრენდი Chronos-ი პანდემიის გამო საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გზებს ცვლის.

კომპანია ონლაინ გაყიდვებზე გადაერთო და ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ფეხის მოკიდებას ელექტრონული კომერციით შეეცდება. მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმასთან უკვე მიმდინარეობს.

პანდემიამდე საწარმოს გეგმაში იყო რამდენიმე ქვეყანაში შოურუმის გახსნა, თუმცა არსებულმა ვითარებამ პროცესი შეაფერხა.

"არსებული რეალობის გათვალისიწნებით ბიზნესის განვითარება სხვა რელსებზე გადავაწყვეთ, მთლიანად მოვერგეთ ონლაინ სივრცეს. ამ პირობებში რთულია კონკრეტული გეგმების გაჟღერება რამდენადაც 2021 წელიც არაპროგნოზირებადია, თუმცა ვგეგმავთ ფიზიკური მაღაზიების გახსნას როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, თუმცა ამ ეტაპზე სრულად ორიენტირებული ვართ ონლაინ გაყიდვებზე", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მაკა შავგულიძე.

Chronos-ი ბაზარზე ერთი წლის წინ, 100 000 ლარამდე ინვესტიციით შემოვიდა და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. ბრენდი სამკაულებს ქართული ოქროს საგანძურის მიხედვით ამზადებს, რომელიც სამი ათასწლეულის ისტორიას მოიცავს და საქართველოს მუზეუმებშია დაცული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023