ბიზნესი
11/09/2020

ჩვენ წარმოება ვართ, თანამშრომლების 80%-ის ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანია - თამაზ დაუშვილი

ჩვენ ვართ წარმოება, მომსახურება, ამიტომ თანამშრომლების 80%-ის ადგილზე  ყოფნა მნიშვნელოვანია, - ასე ეხმაურება კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ რეკომენდაციას, რომელმაც დამსაქმებლებს ურჩია შესაძლებობების ფარგლებში თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა საკმაოდ ეფექტურია თავის დაზღვევისთვის. შესაბამისად, ამ შესაძლებლობას „დიო“ მაქსიმალურად იყენებდა.

„ჩვენ ახლაც ვეცდებით მაქსიმალურად, ადამიანები დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანოთ, თუმცა, ეს ის რაოდენობაა, რომელიც ამინდს ვერ ქმნის. უფრო მნიშვნელოვანია კომპანიაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ეს არის ჩვენი გამოწვევა. ძალიან რთულია ადამიანები ასეთ სიცხეში აიძულო ან დაითანხმო მთელი დღის განმავლობაში, დახურულ სივრცეში  პირბადე ატარონ, თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ მათ ეს ავუხსნათ. სხვა გამოსავალი არ არის, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ადამიანების მოთხოვნიები დავაკმაყოფილოთ. ვერ დავიხურებით და ვერ წავალთ სახლებში, როდესაც მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას და მომსახურებას ელოდება,“ - აცხადებს დაუშვილი.

მისი განცხადებით, ბიზნესში არის განცდა, რომ შესაძლოა შემცირდეს მომხმარებლის აქტივობა და თუ ეს ასე მოხდა, საკმაოდ არასახარბიელო შედეგს მივიღებთ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023