ბიზნესი
03/07/2020

ჩვენი მხრიდან თამბაქოს პოპულარიზაციის ფაქტი არასოდეს ყოფილა - GRA თამბაქოს კონტროლის ალიანსს პასუხობს

„ასოციაციის დაარსების დღიდან არც-ერთი ფაქტი ასოციაციის მხრიდან თამბაქოს პოპულარიზაციისა არ ყოფილა,“ - ქართულ მაღაზიათა ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ასოციაციაში განმარტავენ, რომ წერილი მთავრობის სახელზე ასოციაციის წევრი თამბაქოს ჯიხურების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და არა თამბაქოს პოპულარიზაციას.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„მეგობრებო და წევრებო, თითოეული თქვენგანი დაგვეთანხმება, რომ ასოციაციის დაარსების დღიდან არც-ერთ ფაქტი ასოციაციის მხრიდან თამბაქოს პოპულარიზაციისა არ ყოფილა. ჩვენი წევრი მაღაზიები და ყველა ის საჯარო ინფორმაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია ამას ადასტურებს. ასევე 25-ივე მაღაზია, რომელიც ჩართულია #რატომქართული-ს? პროექტში დაგვიდასტურებს, რომ თამბაქოს პოპულარიზაციის მცდელობაც კი არ ყოფილა ასოციაციის მხრიდან. თითოეული ჩვენგანი ვთანხმდებით, რომ თამბაქო მავნებელია მომხმარებელთათვის, აუცილებელია სწორი კონტროლი და მეტი ინფორმაცია დამოკიდებულების დასაძლევად.

ასოციაციის მთავარი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაციის 20%-მდე მაღაზიები თამბაქოს ჯიხურებია, გაზრდილ კონტრაბანდას ზედ ერთვოდა კონრაქტების გაუქმების პრობლემა, მხოლოდ მათი ინტერესების დაცვის მიზნიდ იყო განკუთვნილი წერილი მთავრობის სახელზე.“

შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს და ინდუსტრიის ინტერესებს, ააიპ „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“ წარმოადგენს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023