ბიზნესი
25/08/2023

"ჩვენი მომხმარებლების 80% უცხოელები არიან" - "თბილისის სუვენირები"

ადგილობრივი მომხმარებლები, ტურისტებმა ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტ „თბილისის სუვენირების“ ავტორმა ქეთა ახობაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ადრე, თანამედროვე ტურისტული პროდუქტის შეძენით ქართველი და უცხოელი მომხმარებლები თანაბრად ინტერესდებოდნენ, ახლა გაყიდვებში სხვა ქვეყნის მომხმარებლები სჭარბობენ.

„მართალია, ამ პროექტის სამინზე აუდიტორია თავიდანვე უხოელები იყვნენ და სწორედ მათთვის გვინდოდა, რომ თბილისი მისი საუკეთესო სახით გავეცნო, მაგრამ გაყიდვების მაჩვენებელში საკმაოდ დიდი ადგილი იმ ქართველებსაც ეჭირათ, რომლებსაც სურდათ, თავიანთი უცხოელი სტუმრებისთვის რაიმე ორიგინალური ეჩუქებინათ. ფაქტობრივად, უცხოელი და ადგილობრივი მოსახლეობის პროცენტულობა გაყიდვებში 50/50-ზე იყო. ახლა კი, ჩვენი მომხმარებლის 80% უკვე უცხოელები არიან, რასაც ტურისტული ნაკადების ზრდას ვუკავშირებთ. სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“, სადაც გაყიდვების წერტილი გვაქვს, დღის განმავლობაში ძალიან ბევრი უცხოელი შემოდის“, - აღნიშნა ქეთა ახობაძემ.

მისივე ინფორმაციით, უცხოელი მყიდველებიდან განსაკუთრებით აქტიურები - არაბები, ჩინელები და ევროპული ქვეყნების მოქალაქეები არიან.

„არაბული ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან. არასდროს ყიდულობენ ერთ ნივთს, აუცილებლად მიაქვთ სხვადასხვა სახეობის რამდენიმე სუვენირი. ასევე არიან ჩინელებიც“, - განმარტა პროექტ „თბილისის სუვენირების“ ავტორმა.

მისივე ინფორმაციით, „თბილისის სუვენირების“ რეალიზაციის მაჩვენებლები ჯერ გაზრდილი არ არის, ვინაიდან ქართველი მომხმარებლები ზაფხულის თვეებში ნაკლებად აქტიურობენ. თუმცა, ქეთა ახობაძე, ამ მაჩვენებლის ზრდას სექტემბრიდან ელოდება და ფიქრობს, რომ ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა.

„ვაპირებთ ასორტიმენტის გაფართოებასაც და ახალი პროდუქციის დამატებას. გვინდა, რომ თანამედროვე ტურისტული პროდუქტის ნაკლებობა, რაც დიდი ხანია შეიმჩნეოდა ქართულ ბაზარზე, სრულად აღმოვფხვრათ და როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენი დედაქალაქი ახლებური ხედვით დავანახოთ და არა იმ ტრადიციული ნივთებით, როლებიც ბაზარზე აქამდე იყო წარმოდგენილი“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ქეთა ახობაძემ.

ცნობისთვის, პროექტი „თბილისის სუვენირები“ უკვე თითქმის 6 თვეა დაიწყო და ამჟამად, მომხმარებელს 15-ამდე სახეობის განსხვავებულ სუვენირს სთავაზობს, მათ შორისაა: ჩანთები, ბლოკნოტები, ფანქრები, ბრელოკები, მაცივარზე მისაკრობი მაგნიტები,  ქაღალდის ჩანთები, მეხსიერების თამაში, შარფები, მაისურები, რომლებზეც დაპრინტულია ძველი და თანამედროვე თბილისის 8 გამორჩეული ადგილი. პოლიგრაფიულ პროდუქციაზე გამოყენებულია ხავერდოვანი მასალა და მოცულობითი ლაკი, რაც განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს ნივთებს.

სუვენირების ღირებულება 3 ლარიდან იწყება და 80 ლარამდეა. გაყიდვები როგორც ონლაინ-პლატფორმების, კერძოდ, veli.ge-სა და extra.ge-ს მეშვეობით ხორციელდება, ასევე „თბილისის სუვენირებს“ საკუთარი გაყიდვების ობიექტი „გალერია თბილისში“ აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023