ბიზნესი
29/05/2023

CITY DEVELOPMENT: შაორზე სასტუმრო კომპლექსის პროექტირება დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება

კურორტ შაორის განვითარებას მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანიის IG Development-ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე გეგმავს.

როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის წარმომადგენელმა გოგა მაჭავარიანმა  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, შაორის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსის პროექტირების ეტაპი დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. ადგილზე 120 ნომრიანი, რეზორტის ტიპის სასტუმრო განთავსდება.

„ვფიქრობთ პროექტი საბოლოო სახეს ერთ თვეში მიიღებს.  ახლა ვართ ეტაპზე, რაც  მოიცავს  კონსტრუქტორების კონსულტაციას, მექანიკური და გათბობა გაგრილების ინჟინრების კონსულტაციას და სხვა მიმართულებებით მუშაობას.  ეს იქნება მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი, რეზორტის ტიპის, 120 ნომრიანი, ადგილზე განთავსდება  აუზები, სპა, რესტორანი და სხვა გართობისა და დასვენების სივრცეები. ყველაფერი მოეწყობა ისე, რომ დამსვენებელს ერთ სივრცეში ექნება ყველანაირი კომფორტი.“-აღნიშნა გოგა მაჭავარიანმა .

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ოთხსართულიანი იქნება, შაორის ტბის სანაპირო ზოლზე 3 ჰექტარ  მიწის ფართობზე განთავსდება.

„ძალიან მასშტაბური პროექტია. აქედან გამომდინარე, დამატებით მიწის შეძენაზეც გვაქვს საუბარი, გაცილებით მასშტაბური ინფრასტრუქტურის შესაქმენლად,“-აღნიშნა გოგა მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაწყებიდან სამ წელში დასრულდება. პროექტის განხორციელება  კი  სავარაუდოდ შემდეგი წლიდან დაიწყება. ამასთან, ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი  საერთაშორისო ოპერატორი შევა კომპლექსის მმართველად. City  Development-ის წარმომადგენლის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, საეთაშორისო ოპერატორებს განვიხილავთ, მოლაპარაკებები რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს. სხვა დეტალებს ჯერ-ჯერობით ვერ გავაჟღერებთ.“-განმარტავს გოგა მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, მთავრობამ შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები 2019 წელს დამტკიცდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023