ბიზნესი
15/05/2023

CNICK-ის მეტალის "ჭკვიანი ბეჭედი" რეალიზაციაში ჩასაშვებად მზადაა

მსოფლიოში ძვირფასი მეტალის, კერძოდ, ვერცხლის პირველი "ჭკვიანი ბეჭედი" საქართველოში დამზადდა და ის რეალიზაციაში მაისის ბოლოს ჩაეშვება.

ინოვაციური პროდუქტი, მისი ხის და კერამიკის ანალოგების მსგავსად, მომხარებლებს სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ბეჭედს ავტომობილის გასაღების ფუნქციაც ექნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი ფარსაღაშვილმა - CNICK-ის წარმოების ინჟინერმა განუცხადა, ვიდრე საბოლოო პროდუქტამდე მივიდოდნენ, რამდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწიათ - ბეჭედი მომხმარებლისთვის როგორც ფუნქციურად სასურველი, ისე ესთეტიკურად მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო.

„ამიტომ, მოგვიწია მიზნის მისაღწევად, წარმოებაში არასტანდარტული მეთოდები გამოგვეყენებინა. საბოლოოდ, ბრიტანეთიდან იმპორტირებული ვერცხლით, რომელიც მაღალი სიმყარით გამოირჩევა და ფერს არ იცვლის, სასურველ შედეგამდე მივედით“, - აღნიშნა გიორგი ფარსაღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვერცხლის "ჭკვიანი ბეჭდის" წარმოების პროცესი 3D მოდელის შექმნით იწყება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება სილიკონის მოდელის აღება. წარმოების მნიშვნელოვანი ეტაპია ჩიპის ინტეგრირება და ბეჭდის ვიზუალურად დამუშავებაც.

„საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ბეჭდის ანალოგი არ არსებობს. CNICK-ი  მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა, ჩვენ მრავალფუნქციურ პროდუქტს ვქმნით, მისი გამოყენება შეიძლება საგადამხდელო ფუნქციით, ავტომობილის გასაღებად, ასევე საშვად. განსხვავებულია ჩვენი დიზაინიც - თუ ბეჭდის უცხოური ანალოგები არის სულ კერამიკის, შავი ან თეთრი ფერის, ჩვენი პროდუქტი ჰგავს სამკაულს და მრავალფეროვანი ფერებით და მასალებით კეთდება“, - აღნიშნა გიორგი ფარსაღაშვილმა.

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი მეტალის "ჭკვიანი ბეჭედი" ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მათი გაყიდვების ძირითადი ბაზარი, ისევე როგორც ხის და კერამიკის ჭკვიანი ბეჭდების შემთხვევაში, ამჯერადაც აშშ, ასევე გერმანია და დიდი ბრიტანეთი იქნება.

შეგახსენებთ, ინოვაციური სტარტაპი CNICK-ი  რამდენიმე წლის წინ ქართველმა სტუდენტებმა შექმნეს. ის პირველი ქართული მაღალ ტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური ფინანსური, თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში ეხმარება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023