ბიზნესი
18/09/2020

COVID-ი კიდევ დიდხანს იქნება, ქართველმა ხალხმა ეს უნდა გამოიყენოს - “გლენბერი“

მსოფლიოში ბოსტნეულით მომმარაგებელი ჩინეთი იყო. დღეს კი კორონავირუსმა ხელი შეუწყო საქართველოს და მის მსგავსს  ქვეყნებს, საერთაშორისო ბაზარზე ჩინეთი ჩაანაცვლოს, - აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" "გლინბერის" ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილი.

მისი თქმით, საქართველომ უნდა შეძლოს ხარისხიანი ბოსტნეულის იმ რაოდენობით წარმოება, რომ მისი რეალიზება თავისუფლად მოხდეს აშშ-ში, ისარელსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

მისი განცხადებით, კორონავირუსი საქართველოსთვის უნდა იყოს მამოძარავებელი ძალა. ეს ვირუსი მსოფლიოში დიდხანს იქნება და ქართველმა ხალხმა ეს უნდა გამოიყენოს.

„მაგალითად, გორში მოდის დიდი რაოდენობით პომიდორი, რომლის ფასი 1 კილოგრამზე 0.34-0.40 ლარია. ასეთი დაბალი ფასი მსოფლიოში არსად არის. ჩვენთან ამხელა შრომა არ ფასდება. საერთაშორისო ბაზარზე 1 კილოგრამი პომიდორი 2 აშშ დოლარად იყიდება. ხომ შეიძლება თუნდაც გორში აშენდეს ქარხანა, სადაც ბოსტნეულს ჩაიბარებენ, გადაამუშავებენ და ექსპორტზე გაიტანენ. საკმაოდ სარფიანი საქმეა, 1 კილოგრამში 2.5 დოლარს იხდიან. მე ვერ ვაკეთებ, რადგან ამის ფინანსები არ მაქვს,“ - აცხადებს რაფაელ მაღალაშვილი.

გაყინული ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი” 2018 წელს გაიხსნა. კომპანიამ საწყის ეტაპზე 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია შიდა ქართლში, ქარელში მდებარეობს, საწარმოში 250 კაცია დასაქმებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023